კორონავირუსი საქართველოში

ბოლო 24 საათში ინფიცირებული 1 759 ადამიანიდან 131 სამედიცინო პერსონალია

ბოლო 24 საათში ინფიცირებული 1759 ადამიანიდან 131 სამედიცინო პერსონალია. თქვა ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ. მან აღნიშნა, რომ ეს არ არის მხოლოდ პროფესიული ინფიცირების შემთხვევები.

"ბევრზე ვირუსი ოჯახური კონტაქტებიდან გავრცელდა, იმიტომ, რომ ჩვენც, ექიმებს გვყავს ოჯახები და ვცხოვრობთ ამ ქვეყანაში" - თქვა გამყრელიძემ.

22 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში, ჯამში, COVID-19-ით ინფიცირების 24 562 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 9 751 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 183 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. ასევე, აჭარაში, თბილისში, მცხეთასა და იმერეთში რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ.

კომენტარები