2020 წლის საპარლამენტო არჩევნები დღეს, 31 ოქტომბერს, შერეული სისტემით, 120/30-ზე პრინციპით ჩატარდება. მოსახლეობა პარლამენტის 120 დეპუტატს პროპორციული სიით აირჩევს, 30-ს კი – მაჟორიტარულით. ხმის მიცემის პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით დილის 08:00-დან მიმდინარეობს.
31 ოქტომბრის არჩევნებისთვის ეგზიტპოლებს ოთხი ტელევიზია ატარებს.
TV ფორმულა
TV ფორმულასთვის ეგზიტპოლს ამერიკული კვლევითი კომპანია Edison Research-ი მოამზადებს. მან წინასაარჩევნოდ ტელეკომპანიისთვის პოლიტიკური კვლევებიც ჩაატარა. კომპანია საქართველოში 2008 წლიდან მუშაობს.
TV იმედი
საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, 8-საათიანი ქრონიკა ტელეკომპანია TV იმედის დაკვეთით Public Opinion Strategies მომზადებულ ეგზიტპოლს გაუშვებს.
"ამ ორგანიზაციას აქვს აბსოლუტურად უმწიკვლო ბიოგრაფია, კვალიფიკაცია, გამოცდილება და ისტორია" – განაცხადა იმედის გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ლალიაშვილმა.
მთავარი არხი
ტელეკომპანიისთვის ეგზიტპოლს IPSOS-ი ატარებს. იმავე კომპანიამ მოამზადა წინასაარჩევნო კვლევები მთავარი არხისთვის.
რუსთავი 2
რუსთავი 2 მოქალაქეებს ბრიტანული კვლევითი კომპანია Survation-ს მომზადებულ ეგზიტპოლს შესთავაზებს. ასევე, ამ კომპანიამ ჩაატარა ტელეკომპანიისთვის წინასაარჩევნო კვლევები.
ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020.