ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, 15:00 საათისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით ხმა 1 279 947 მოქალაქემ მისცა, რაც საერთო რაოდენობის 36.45%-ია.
2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს 15:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 34.79% იყო, 2012 წელს კი – 44.99%.
რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნებს, პირველი ტურის დროს 15:00 საათისთვის ამომრჩევლის აქტიურობა 30.98% იყო, მეორე ტურის დროს კი 38.8%.
არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020.