აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თანახმად პროპორციული სისტემის არჩევნების მონაცემები დათვლილია 372 უბნიდან 358 უბანზე.
წინასწარი მონაცემების თანახმად:
- ქართული ოცნება – 45.99% (78 784 ხმა)
- ენმ - ძალა ერთობაშია – 33.93% (58 132 ხმა)
5%-იანი ბარიერი ვერ გადალახა სხვა ვერცერთმა პოლიტიკურმა პარტიამ.
მაჟორიტარული სისტემის წინასწარი მონაცემების თანახმად:
N28 ოქლში [ბათუმი] 120 უბნიდან დათვლილია 114. წინასწარი მონაცემებით:
- ტიტე აროშიძე (ქართული ოცნება) – 42.06% (30 333 ხმა)
- გიორგი კირთაძე (ენმ) – 34.33% (24 758 ხმა)
N29 ოლქში [ქობულეთის მუნიციპალიტეტი და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მახინჯაურის ადმინისტრაციული ერთეული] დათვლილია 73-ივე უბანი. წინასწარი მონაცემებით:
- ცოტნე ანანიძე (ქართული ოცნება) – 50% (20 809 ხმა)
- ელგუჯა ბაგრატიონი (ენმ) – 36.57% (15 218 ხმა)
N30 ოლქში [30 ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტები] 180 უბნიდან დათვლილია 178 უბანი. წინასწარი მონაცემებით:
- ფრიდონ ფუტკარაძე (ქართული ოცნება) – 48.67% (28 820 ხმა)
- გია აბულაძე (ენმ) – 31.93% (18907 ხმა)
წინასწარი მონაცემებით სამივე ოლქში დაინიშნება მეორე ტური.