არჩევნები 2020

წულუკიანი: ყოველ წელს არჩევნებზე უბანზე მხვდება იმ მკვლელის და, ვინც ვაზაგაშვილი ჩაცხრილა

პირველად ვამბობ ამას ამ დონის საჯაროობით და გეტყვით, რომ მე ყოველ წელს არჩევნებზე უბანზე მხვდება იმ მკვლელის და, რომელმაც კორტებზე ვაზაგაშვილი ჩაცხრილა, გვარად ცააძე. ის არის ყოველ არჩევნებზე უბანზე, გამწარებული იმით, რომ ვერ ბრუნდება ხელისუფლებაში. 

21 ნოემბერსაც, ალბათ, ეს და სხვა ძალები იქნებიან გამწარებული, რომ ვერ ბრუნდებიან ხელისუფლებაში. ამაში რა არის გასაკვირი? არაფერი არ არის. ისინი ვერ ბრუნდებიან ხელისუფლებაში. დააჯერეს საკუთარი მხარდამჭერები, რომ 2 მანდატით იქნება "ოცნება" ხელისუფლებაში და მესამე მანდატით დალაგებული გვაქვს, რომ ესენი ვერ მოვლენ და არ მოვუშვებთ ხელისუფლებაშიო და დაავიწყდათ, რომ არსებობს მთავარი - ხალხი, რომელიც არის ხელისუფლების წყარო...

ამბობს ქართული ოცნების წევრი, თეა წულუკიანი. "ჩემს უბანზე ვაზაგაშვილის ამფეთქებლის და სოპრანოზე კიოდა" - დაწერა წულუკიანმა 31 ოქტომბერს.

კომენტარები