მსახიობი კახი კავსაძე კლინიკაში გადაიყვანეს.
როგორც პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა მთავარ არხთან სატელეფონო ინტერვიუში თქვა, მისი მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. რატიანის თქმით, მას სუნთქვის უკმარისობა აქვს და მართვით სუნთქვაზე გადადის.
ჯერჯერობით უცნობია, არის თუ არა კახი კავსაძე კორონავირუსით ინფიცირებული.