თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის და კახი კავსაძის ექიმის, ლევან რატიანის თქმით, 85 წლის მსახიობის მდგომარეობა მიღებისას კრიტიკულად შეფასდა, თუმცა ახლა მისი მდგომარეობა შედარებით სტაბილურია და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.
"საბედნიეროდ, მისი მდგომარეობა შედარებით სტაბილურია, ბატონ კახის აქვს რადმენიმე ქრონიკული პათოლოგია, იმყოფებოდა ექიმის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ, მაგრამ კოვიდ-19-ს ახასიათებს ერთი რამ, რაც ორგანიზმში დეფექტი და პათოლოგიაა, იწვევს მის გამწვავებას". - ამბობს რატიანი.
მსახიობი კახი კავსაძე კლინიკაში 28 ნოემბერს შეიყვანეს. მისი ძმის, იმერი კავსაძის ინფორმაციით, ინფიცირებულია თავად იმერი კავსაძე და მისი ცოლიც.