კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით ინფიცირებული 1 130 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, აქედან 453 მართვით სუნთქვაზეა

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს განახლებული შენობა, სადაც Covid-პაციენტები ჰყავთ
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 1 130 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 453 პაციენტი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა. 

თბილისში 515 მძიმე პაციენტია, აჭარაში - 155, იმერეთში - 259. მართვით სუნთქვაზე თბილისში 205 ადამიანია, აჭარაში - 54, იმერეთში კი - 77.

10 დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 178 953 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 148 332 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 1 657 პაციენტი კი გარდაიცვალა.

მეოთხე თვეა, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა იზრდება. ქვეყანაში აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება. პირბადის ტარება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში სავალდებულოა. 28 ნოემბრიდან საქართველოში კომენდანტის საათი 22:00 საათის ნაცვლად 21:00 საათზე იწყება. ასევე, დიდ ქალაქებში მუშაობას აჩერებს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

რა შეზღუდვები მოქმედებს ქვეყანაში – სრულად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები