ანაკლიის პროექტი

კელი: ჩემი ელჩობის დროს ქართულ სასამართლოებში პოლიტიკური ჩარევა ხდებოდა

თუკი საქართველოს უნდა დასავლეთთან ინტეგრირება, ეს პროექტები [ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი და ციფრული აბრეშუმის გზის პროექტი] სწორედ ფიზიკური და ციფრული ინტეგრირების საშუალება იყო. ამ დრომდე მე არ გამიგია არცერთი საფუძვლიანი არგუმენტი იმისა, თუ რატომ გააჩერა აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ეს პროექტები. 

თუმცა, უფრო სერიოზული საკითხიც არსებობს. მე აღარ ვარ ელჩი საქართველოში, ამიტომ, ფრთხილი უნდა ვიყო, მაგრამ მინდა, გავიხსენო ჩემო გამოცდილება იქ ყოფნისას. ჩემი ელჩობის წლებში ერთერთი მთავარი საკითხი, რაც ვაშინგტონისთვის შემაშფოთებელი უნდა ყოფილიყო, სასამართლო სისტემაში პოლიტიკური ჩარევა იყო.

სასამართლოები საქართველოში არ იყვნენ ჭეშმარიტად დამოუკიდებლები. ძალიან დიდი დოზით ხდებოდა ჩარევა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე უცხოურ ინვესტიციებს ეხებოდა. ყველასთვის ძალიან ნათელი იყო, რომ არსებობდა საქართველოდან კერძო ინტერესები ნებისმიერ უცხოურ ინვესტიციასთან მიმართებით. სასამართლოები, როგორც წესი, უცხოელი ინვესტორების წინააღმდეგ იღებდნენ გადაწყვეტილებებს. ინვესტორების მიმართ ძალიან ცუდი გზავნილი იყო, რომ მათ არ შეეძლოთ მათი ინვესტიციების სამართლებრივი დაზღვევა

ამის შესახებ საქართველოში აშშ-ს ყოფილმა ელჩმა, იან კელიმ გადაცემა Пограничная ZONA-ში ისაუბრა. 

კომენტარები