კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით ინფიცირებული 912 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, აქედან 300 მართვით სუნთქვაზეა

GETTY IMAGES

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 912 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან თბილისში მკურნალობს – 398, აჭარაში – 91, იმერეთში – 238.  მძიმე პაციენტებიდან 300 პირი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მათგან თბილისში – 180, აჭარაში – 24, იმერეთში – 42.

2 იანვრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში ინფიცირების 228 752 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 217 973 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2 572 კი გარდაიცვალა. ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 8 181 აქტიური შემთხვევაა.

მეოთხე თვეა, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა იზრდება. ქვეყანაში აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება. პირბადის ტარება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში სავალდებულოა. 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს. ასევე, დიდ ქალაქებში არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

რა შეზღუდვები მოიხსნა 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით  – წაიკითხეთ აქ.

კომენტარები