კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით ინფიცირებული 837 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, აქედან 271 მართვით სუნთქვაზეა

კორონავირუსის 9 085 აქტიური შემთხვევიდან 837 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. მათ შორის, თბილისში - 363, აჭარაში - 84, იმერეთში - 203.

აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 271 პაციენტი, მათგან თბილისში 180, აჭარაში  13, იმერეთში - 31.

საავადმყოფოებში ქვეყნის მასშტაბით 3 867 ინფიცირებული მკურნალობს, 762 ადამიანი კოვიდ-სასტუმროში იმყოფება, ხოლო 4 456 პირი - ბინაზე. 

8 იანვრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში, ჯამში, ინფიცირების 236 028 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 224 189 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2 728 კი გარდაიცვალა.

კომენტარები