კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით ინფიცირებული 837 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, აქედან 261 მართვით სუნთქვაზეა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 837 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მათგან 261 მართვით სუნთქვაზეა. 

თბილისში 376 მძიმე პაციენტია, აჭარაში - 72, იმერეთში კი - 198. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე თბილისში 167 ადამიანია, აჭარაში - 10, იმერეთში - 34. 

10 იანვრის მონაცემებით, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირების  239 229 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 225 335 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2 773 კი გარდაიცვალა.  

მეხუთე თვეა, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა იზრდება. ქვეყანაში აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება. პირბადის ტარება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში სავალდებულოა. 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს. ასევე, დიდ ქალაქებში არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. 

კომენტარები