ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ

ივანიშვილი: საძმო გვმართავდა, სამოქალაქო ომი გვქონდა, ბოლოს მივიღეთ უდიდესი კატასტროფა - ენმ

ჩვენ გამოუცდელობით ყველა უბედურება დავაწიეთ საკუთარ სახელმწიფოს, მოვკალით პირველი პრეზიდენტი, გვმართავდა ყაჩაღები, თუ გახსოვსთ, საძმოთი იმართებოდა ქვეყანა, მის შემდგომ სამოქალაქო ომი მოვახერხეთ, თუ რამე უბედურებაა, მართლა ყველაფერი დავაწიეთ თავს.

ეს საფუძველია იმის, რომ ხალხმა ისწავლა. და ბოლოს მივიღეთ ყველაზე დიდი გამოცდა, ნაციონალური მოძრობა, ყველაზე დიდი კატასტროფა სწორედ მას...  იმუნიტეტი დაგვისუსტდა და სწორედ მაშინ მოგვადგა ყველაზე დიდი რესურსი და ყველაზე დიდი უბედურებაც დააწია საზოგადოებას, ისე ძალადობდა საკუთარ ხალხზე, რომ ეს იყო ჩემი მოსვლის მიზეზიც, რომ ვეღარ ვერეოდით...

ქართული ოცნების ყოფილი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პირველი არხის ეთერში. 

კომენტარები