ეკონომიკა

მეფრინველეობა, პურის წარმოება — რომელ სექტორებს დაუსუბსიდირდებათ ელ.ენერგიის ტარიფი

გარკვეული კატეგორიის კვების პროდუქტების მწარმოებელ მეწარმეებს 2021 წლის განმავლობაში მოქმედ ელ.ენერგიის სამომხმარებლო ტარიფსა და 2020 წელს მოქმედ ტარიფს შორის წარმოქმნილი სხვაობის 50% დაასუბსიდირდებათ. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

ეკონომიკის სამინისტროს განმარტავს, რომ სუბსიდირება ვრცელდება იმ მეწარმე სუბიექტებზე, რომლებიც საქმიანობას ახორციელებენ შემდეგ სექტორებში: მეფრინველეობა; ხორცის გადამუშავება და კონსერვირება; შინაური ფრინველის ხორცის გადამუშავება და კონსერვირება; ხორცის პროდუქტების წარმოება; თევზის, კიბოსნაირებისა და მოლუსკების გადამუშავება და კონსერვირება; კარტოფილის გადამუშავება და კონსერვირება; ხილისა და ბოსტნეულის გადამუშავებისა და კონსერვირების სხვა სახეები; ზეთებისა და ცხიმების წარმოება; მარგარინისა და მსგავსი საკვები ცხიმების წარმოება; რძის გადამუშავება და რძის პროდუქტების წარმოება; საფქველ-ბურღულეული პროდუქტების წარმოება; სახამებლებისა და სახამებელი პროდუქტების წარმოება; პურის წარმოება, არახანგრძლივი შენახვის ცომეული საკონდიტრო ნაწარმის, ნამცხვრების და მისთ. წარმოება; ორცხობილებისა და მშრალი ნამცხვრის წარმოება; მაკარონის, ატრიის, კუსკუსისა და მსგავსი ცომეული პროდუქტების წარმოება; შაქრის წარმოება; სუნელ-სანელებლებისა და საკაზმ-სანელებლების წარმოება; ჰომოგენიზებული საკვები პრეპარატებისა და დიეტური საკვები პროდუქტების წარმოება; მზა საკვების წარმოება ფერმისა და შინაური ცხოველებისთვის. 

მეწარმეებმა, რომლებიც ისარგებლებენ ნაწილობრივი სუბსიდირებით, 2021 წლის 13 იანვრიდან 27 იანვრის ჩათვლით პერიოდში განაცხადი უნდა შეავსონ ელექტრონულ პლატფორმაზე: https://registration.gov.ge/electricity

 

 

კომენტარები