კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით ინფიცირებული 777 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, აქედან 238 მართვით სუნთქვაზეა

GETTY IMAGES

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 777 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 238 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა. 

თბილისში 360 მძიმე პაციენტია, აჭარაში - 62, იმერეთში - 189. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე თბილისში 161 ადამიანია, აჭარაში - 9, იმერეთში კი - 29.  

15 დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 245 789 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 229 196 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2 893 კი გარდაიცვალა. 

21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს. ასევე, დიდ ქალაქებში არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე არიან გადასული. დაკეტილია ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. 

კომენტარები