ყველა ტიპის სავაჭრო ობიექტი, სადაც 30-ზე მეტი თანამშრომლია, მათ შორის, ბაზრობები, ვალდებულები იქნებიან 2 კვირაში ერთხელ თანამშრომელთა არანაკლებ 20% გატესტონ. თქვა მაია ცქიტიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.
კვების ობიექტებისთვის ეს მოთხოვნა უცვლელია, თუმცა 2 კვირაში ერთხელ მათ თანამშრომლების მინიმუმ 50%-ს უნდა ჩაუტარონ ტესტირება კორონავირუსზე.
მაია ცქიტიშვილის ინფორმაცით, სკოლების გახსნის პარალელურად სახელმწიფო მასწავლებლების სისტემატურ ტესტირებას ასევე 2 კვირაში ერთხელ უზრუნველყოფს.