ძალიან უცნაური და არასასიამოვნო რამ მოხდა, სიტყვა არ მომცეს. არჩილ თალაკვაძეს კატეგორიულად არ ვეთანხმები იმაში, რომ ბოიკოტს არ ჰქონდა აზრი არც თავიდან და არც ახლაო. მინდოდა, ამაზე მეპასუხა, თუმცა ამის საშუალება არ მომეცა...
მინდოდა, საერთო ოპოზიციური მონაპოვარი დამეცვა და ეს ყველაფერი ელჩების გასაგონად მეთქვა, რადგან თუ ვინმემ იცის რისი შედეგია ის პუნქტები, რაზეც ასე ამაყად ლაპარაკობს თალაკვაძე, ელჩებთან ერთად შემუშავდა...