კორონავირუსი საქართველოში

COVID 19-ით ინფიცირებული 529 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, აქედან 153 მართვით სუნთქვაზეა

GETTY IMAGES

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 529 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 153 მართვით სუნთქვაზეა.

თბილისში 231 მძიმე პაციენტია, აჭარაში – 45, იმერეთში – 133. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე თბილისში 107 ადამიანია, აჭარაში – 6, იმერეთში კი – 14.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 19 ადამიანი გარდაიცვალა. ჩატარდა 16 605 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 583 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 671 პაციენტი.  დადებითობის დღიური მაჩვენებელი 3.51%-ია, ბოლო 14 დღის – 4.41%.

4 თებერვლის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 260 480 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 251 748 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 240 კი გარდაიცვალა. 

21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს. 1-ელი თებერვლიდან, ბათუმში, თელავში, ზუგდიდში, ფოთსა და გორში აღდგა მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიების და სავაჭრო ობიექტების მუშაობა. ასევე, აჭარაში გაიხსნა კვების ობიექტების გარე სივრცეები. თუმცა,  იმ ხუთ ქალაქში, სადაც სკოლები გაიხსნა, შაბათ-კვირას არ ფუნქციონირებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რესტორნები, კვების ობიექტები და მაღაზიები კი, კვლავ დისტანციურ რეჟიმში იმუშავებენ.

კვლავ დაკეტილია ფიტნესდარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

რა შეზღუდვები მოიხსნა 1-ელი თებერვლიდან, ვრცლად წაიკითხეთ  აქ

კომენტარები