11 წლის არასრულწლოვანის შესაძლო ნიშნობის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
შესაძლო ნიშნობის ფოტო Facebook-ზე გავრცელდა. მოქალაქე გულენ მოვლუდმა საქართველოს მთავრობას რეაგირებისკენ მოუწოდა.
შინაგან საქმეთა სამინსიტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ა ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ქორწინების იძულებას გულისხმობს.
უწყების ცნობით, ვიდეომასალაში აღბეჭდილი გარემოებების დადგენის მიზნით, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ტარდება ყველა რელევანტური საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.