COVID-19-ის ვაქცინა

ერთი ვაქცინა ღირს $25. რა დაგვიჯდება უვაქცინობა?

COVID-19-ის ვაქცინა

ერთი ვაქცინა ღირს $25. რა დაგვიჯდება უვაქცინობა?

განახლდა:

COVID-19-ზე  ვაქცინაცია მსოფლიოში 2020 წლის 8 დეკემბერიდან დაიწყო და მას შემდეგ ისრაელმა ერთჯერადად აცრა მოსახლეობის 46%, დიდმა ბრიტანეთმა - 19.24%, აშშ- კი - 10.1%....

თებერვლის ბოლოს საქართველო კოვაქსის პლატფორმის საშუალებით მიიღებს ფაიზერის 29 520 დოზას, სამომავლოდ კი ასტრაზენეკას 184 000 დოზას. ამასთან ერთად, ორმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე ასტრაზენეკასგან  შეიძინა ასევე 150 000 დოზა.  პირველ ნახევარში ვაქცინის ამ რაოდენობით ქვეყანა შეძლებს მთლიანი მოსახლეობის 4%-ის აცრას. საქართველოს COVID-19-ის ვაქცინაციის გეგმის მიხედვით ამ ნიშნულმა წლის ბოლომდე უნდა მიაღწიოს მოსახლეობის 60%-, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველომ უნდა შემოიტანოს ვაქცინის 4 მილიონი დოზა, რადგან დღეისათვის დამტკიცებულ ვაქცინებს ეფექტიანობისთვის ერთ ადამიანზე ორი დოზის გაკეთება სჭირდება. 

საქართველოს ვაქცინაციის გეგმაში არ არის მოცემული, როდის ან რა გზებით მოხერხდება ქვეყანაში ამ რაოდენობის ვაქცინების შემოტანა. თუმცა ერთი რამ ცხადია, საქართველო 2021 წლის განმავლობაში ვერ შეძლებს მოსახლეობის 60%-ის აცრას, თუ მხოლოდ კოვაქსის იმედად იქნება, რადგან  კოვაქსის გეგმის მიხედვით, ამ რაოდენობისთვის საჭირო ვაქცინების მიწოდება 2022 წლამდე არ არის მოსალოდნელი

კოვაქსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შექმნილი პლატფორმაა. ის ეხმარება ღარიბ სახელმწიფოებს, რომლებმაც ვერ შეძლეს ორმხრივი ხელშეკრულების დადება ვაქცინების მწარმოებელ კომპანიებთან, ან არ აქვთ საკმარისი რესურსები ვაქცინის შესყიდვისთვის. დღეისათვის კოვაქსს 700 მილიონი ვაქცინა აქვს შესყიდული, თუმცა მონაწილე ქვეყნების რიცხვი 140-ზე მეტია, ამიტომ, წლის დასაწყისისთვის კოვაქსის სამიზნე ამ ქვეყნების მოსახლეობის 3.3%-ის დაფარვაა, ხოლო მთელი წლის განმავლობაში - 20%-ის.    

 საქართველოს ვაქცინაციის გეგმის მიხედვით, დოზების ამ რაოდენობით 2021 წელს  საქართველო დაფარავს გეგმით გათვალისწინებულ  ორ ფაზას, რაც მოიცავს მაღალი რისკისა და ძირითადი სერვისების მიმწოდებლებს. უფრო ზუსტად, რისკჯგუფთან  ერთად აიცრებიან სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, მძღოლები, საზღვაო/საჰაერო/სარკინიგზო გადაზიდვებში ჩართული პირებისაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ჯარი

არსებობს ვაქცინის მიღების მეორე გზაც - პირდაპირ ვაქცინის მწარმოებელთან მოლაპარაკებება. თუმცა, დღეს ასეთ კომპანიებთან ხელშეკრულების დადება რთულია ჭარბი მოთხოვნის გამო

წინდახედული სახელმწიფოები წინასწარ არეზერვებენ ვაქცინების გარკვეულ დოზებს, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ვაქცინა საცდელ პერიოდს გადის და მისი ეფექტიანობა არ არის საბოლოოდ დადასტურებული. შედეგად, ბლუმბერგის მიხედვით, უკვე დარეზერვებულია ვაქცინის 9.04 მილიარდი დოზა. როგორც ცნობილია, მოდერნა მთელი წლის განმავლობაში გეგმავს 1 მილიარდი დოზის შექმნას, ფაიზერი და ასტაზენეკა 2-2 მილიარდის, J&J-ის ვაქცინა 1 მილიარდამდე, ინდოეთის სერუმის ინსტიტუტი 60 მილიონამდე. ამასთან ერთად, სულ  69 ვაქცინა გადის ცდების პერიოდს, აქედან 20-მა უკვე მიაღწია ბოლო საფეხურს და, როგორც წინა გამოცდილებით ვნახეთ, ამ საფეხურზე ვაქცინას დაახლოებით 1-2 თვე სჭირდება საბოლოოდ დამტკიცებამდე

საქართველო, ვაქცინაციის გეგმის მიხედვით, შემოსატანად განიხილავს მხოლოდ 9 სახეობის ვაქცინას. ესენია: ფაიზერი, მოდერნა, ასტრანეზეკა, სინოფარმა, J&J, სინოვაკი, ნოვავაქსი, ინდოეთის სერუმის ინსტიტუტის ვაქცინა. აქედან, J&J და ნოვავაქსი საცდელი პერიოდის ბოლო საფეხურზე არიან, თუმცა თებერვლის ბოლოს მოსალოდნელია, რომ 9-ვე ვაქცინა მსოფლიო მოსახლეობის ნაწილისთვის ხელმისაწვდომი იქნება.

ბევრი სახელმწიფო ცდილობს მოსახლეობის დიდი ნაწილის დროულად აცრას, თუმცა ჯერჯერობით ეს მხოლოდ ისრაელმა მოახერხა. მან შეძლო სხვადასხვა კომპანიებთან მოლაპარაკება და გახდა ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც მოიპოვა ფაიზერის 4 მილიონი დოზა. თებერვლის მონაცემებით, ისრაელმა შეძლო მოსახლეობის 42.58%-ისთვის ვაქცინის  ერთი დოზის  გაკეთება, ბრიტანეთმა-19.24%-ის, ამერიკამ - 10.1%-ის, ევროკავშირის ქვეყნებმა - საშუალოდ 2-3%-ის

როგორ მოახერხა ისრაელმა ვაქცინების დიდი რაოდენობის დროულად  მიღება?

ისრაელი ერთ-ერთი პირველი სახელმწიფოა, რომელმაც  ადრეულ პერიოდშივე სხვადასხვა კომპანიასთან შეთნხმებების გაფორმება დაიწყო. ჯერ კიდევ  ივნისში დაიწყო მოლაპარაკებები მოდერნასთან. ამას მოჰყვა ნოემბერში ხელშეკრულებები ფაიზერთან და ასტრაზენეკასთან. პარალელურად ისრაელი აწარმოებდა მოლაპარაკებებს იტალიის და რუსეთის ვაქცინების მწარმოებელ კომპანიებთანაც.

მეორე, მოლაპარაკების დროს ისრაელი ვაქცინების მწარმოებელ კომპანიებს ფულად სარგებელთან ერთად  სთავაზობდა  დამატებით სერვისსაც. Მაგალითად, როგორც ცნობილიავაქცინების ადრეული მიწოდების სანაცვლოდ ისრაელი ფაიზერის კომპანიას შეჰპირდა წვდომას ვაქცინების მიმღები პირების ჯანმთელობის მონაცემებზე. ეს მონაცემები ინახება ისრაელის ეროვნულ სადაზღვევო სისტემაში.

 ისრაელმა ფაიზერის 4 მილიონი დოზა დეკემბრის დასაწყისში მიიღო. ცნობილი არ არის, მოლაპარაკებების დაწყების ზუსტი თარიღი, თუმცა ნოემბრის დასაწყისში ისრაელის პრემიერმინისტრი უკვე ესაუბრებოდა ფაიზერის აღმასრულებელ დირექტორს. რადგან ისრაელმა მარტიდან დაიწყო ვაქცინაციის აქტიური კამპანია, შესაძლებელია, რომ ფაიზერსა და ისრაელს შორის მოლაპარაკებები გაზაფხულიდანვე დაწყებულიყო.

 ამ შეთანხმების საფუძველზე ისრაელმა შეძლო, პირველი ქვეყანა გამხდარიყო აცრილი მოსახლეობის ყველაზე მაღალი პროცენტულობით და, მეორე მხრივ, კომპანიამ მიიღო მნიშვნელოვანი კვლევითი მასალა, რომელიც შეაფასებს მასობრივი ვაქცინაციის ეფექტს და დაეხმარება სხვა სახელმწიფოებსაც.

მესამე, ვაქცინის სწრაფად მისაღებად, ისრაელმა სხვა სახელმწიფოებზე მეტი თანხა გადაიხადა, უფრო ზუსტად, თითო დოზა ფაიზერი ისრაელს დაუჯდა 50$, რაც 40%-ით მეტია იმ ღირებულებაზე, რაც ამერიკამ და ევროკავშირმა გადაიხადა

ამის უკან იდგა ისრაელის ხედვა, რომ კოვიდშეზღუდვების ადრე მოხსნისგან მიღებული სარგებელი გადაწონიდა იმ დანახარჯებს, რაც ვაქცინის ადრეულ შესყიდვას სჭირდებოდა. რამდენად ეფექტიანი იქნება საქართველოსთვის მსგავსი სტრატეგიის მიღება? ამაზე პასუხის გასაცემად უნდა გადავხედოთ საქართველოს ეკონომიკის დინამიკას, რა გავლენა მოახდინა მასზე კოვიდპანდემიამ.

დეკემბერში საქსტატმა გამოაქვეყნა წინასწარი შეფასები, რომლის მიხედვითაც საქართველოში 2020 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 7.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2020 წლის საშუალო რეალური ზრდა -6.1 პროცენტით განისაზღვრა, ანუ შემცირდა 3 მილიარდით

 2020 წლის დასაწყისში მსოფლიო ბანკის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკა უნდა გაზრდილიყო 4.3%-ით. ეს ნიშნავს იმას, რომ   მთლიანი ეკონომიკური ზარალი 2020 წელს დაახლოებით 5 მილიარდი ლარია, ხოლო საშუალო ოჯახმა 5 ათასი ლარი დაკარგა. თუ 2021-ში მხოლოდ 20%-ის აცრას შევძლებთ, ეკონომიკას სრულფასოვნად ვერ ავამუშავებთ. შესაბამისად, ეს ზარალი თითქმის გაორმგადება.

 კოვიდ-19-ის პირობებში ყველაზე მეტი ზარალი ტურისტების ნაკლებობას მოაქვს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მიმდინარე მაკროეკონომიკური მიმოხილვის დოკუმენტის მიხედვით, 2020 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი შემცირდა 2.7 მილიარდი ლარით. იმისათვის, რომ 2021 წელს ამ მხრივ მდგომარეობა გაუმჯობესდესსაქართველოც უნდა შეურთდეს უსაფრთხო სახელმწიფოების რიცხვს. ეს კი იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ქვეყანა შეძლებს მოსახლეობის 70-80%-ის აცრას

რატომ ვერ ვცრით მოსახლეობას?

 ყველა იმ სახელმწიფომ, სადაც მიმდინარეობს აქტიური ვაქცინაცია, ვაქცინის მწარმოებელ კომპანიებთან მოლაპარაკებები დიდი ხნით ადრე დაიწყო, ზოგიერთმა  7 თვით ადრე, ივნისიდანაც კი. ამ პერიოდში საქართველოში დადებითი მოლოდინები არსებობდა მომავალთან დაკავშირებით. პირველი ტალღის ჩავლის შემდგომ ხელისუფლება თვლიდა, რომ საქართველო მალევე გახსნიდა საზღვრებს და ვარაუდობდა ნაკლებ ეკონომიკურ ზარალსარასწორმა პროგნოზებმა კი შეაფერხა დროული მობილიზაცია ვაქცინების მისაღებად. რეალობამ ეკონომიკის განსხვავებული სურათი დაგვანახვა.

საქართველოს, ისრაელის მსგავსად რომ დროულად ემოქმედა და თითო დოზა ვაქცინაში 50$ (164 ლარი) გადაეხადა, მოსახლეობის 60%-ის დასაფარად მოუწევდა 728 მილიონი ლარის გადახდა, რაც დაახლოებით 4-ჯერ ნაკლებია, ვიდრე 2020 წლის ეკონომიკური კლების რაოდენობა.

 

კომენტარები