Galt & Taggart-ის პროგნოზით, 2021 წელს ტურიზმის აღდგენის შემთხვევაში, ლარი აშშ დოლარის მიმართ 3.15-3.2 ნიშნულამდე გამყარდება.
15 თებერვალს საინვესტიციო ბანკმა საქართველოს მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა, სადაც 2020 წლის მონაცემებია განხილული, სამომავლო პროგნოზებთან ერთად.
2020 წელს ლარი აშშ დოლარის მიმართ 14.3%-ით გაუფასურდა, რაც რეგიონის ქვეყნებთან შედარებით, საშუალო მაჩვენებელია:
საინვესტიციო ბანკში მოელიან, რომ 2021 წელს ეროვნული ბანკის ინტერვენციები მანამდე გაგრძელდება, სანამ საგარეო ბალანსში დანაკლისი გვექნება. თუ წლის მეორე ნახევრიდან ტურიზმი აღდგენას დაიწყებს, სავარაუდოა, რომ ლარი 3.15-3.2 ნიშნულამდე დაიწევს, ხოლო პესიმისტური სცენარის პირობებში – 3.3-3.4 შუალედში დაფიქსირდება.