სამთავრობო ცვლილებები

ღარიბაშვილი: რიგგარეშე არჩევნების თემა დახურულია, უარს ვამბობთ ამის შესახებ მოლაპარაკებაზე

კატეგორიულად ვაცხადებთ უარს ნებისმიერ მოლაპარაკებაზე, რომელიც უკავშირდება რიგგარეშე არჩევნებს, ეს საკითხი არის დახურული, ეს საკითხი არ განიხილება.

მათ არ სურთ არც რიგგარეშე არჩევნები, არც სამართლიანი არჩევნები, არც დემოკრატიული არჩევნები, მათ სურთ ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა, სწორედ ამიტომ არიან ისინი გასული კონსტიტუციური ჩარჩოებიდან.

სწორედ ამიტომ, მეგობრებო, მე მინდა გავიმეორო, რომ უმოკლეს ვადაში, ჩემი ერთერთი პირველი ამოცანა და პრიორიტეტი იქნება, რაც შეიძლება მოკლე ვადაში აღვადგინო კონსტიტუციური წესრიგი ამ ქვეყანაში, რომ არავინ არ იდგეს კანონზე მაღლა და კანონი უნდა აღსრულდეს...

პრემიერმინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში.

კომენტარები