The Crown-ის მორიგი გამარჯვება. საიდუმლო მასალების ვარსკვლავი, ჯილიან ანდერსონი, მარგარეტ ტეტჩერის როლისთვის ოქროს გლობუსით დაჯილდოვდა.
ანდერსონისთვის ეს რიგით მეორე ოქროს გლობუსია, პირველი ჯილდო მსახიობმა 1997 წელს საიდუმლო მასალებისთვის მიიღო.
The Crown-მა წლევანდელ ოქროს გლობუსზე მეოთხე ჯილდო მოიპოვა. ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციის გადაწყვეტილებით, შოუს საუკეთესო დრამატული სერიალის წოდება მიენიჭა. ასევე დაჯილდოვდნენ პრინცესა დაიანასა და პრინცი ჩარლზის როლის შემსრულებლები - ემა კორინი და ჯოშ ო'კონორი. ამ ეტაპზე The Crown ოქროს გლობუსების რაოდენობით დაჯილდოების ლიდერია.
Netflix-ის სერიალი The Crown ელისაბედ II-ს ბიოგრაფიას ეფუძნება.
ოქროს გლობუსის რიგით 78-ე დაჯილდოება ლოს-ანჯელესში ამ წუთებში მიმდინარეობს.