საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, სააპელაციო სასამართლომ საჩივარი დააკმაყოფილა, გირაოსთან დაკავშირებით თელავის სასამართლოს მიღებული გადაწყვეტილება გააუქმა და კაცს, რომელსაც 14 წლის გოგოსთან სქესობრივი კავშირი ჰქონდა, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
ა.ნ. 15 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სასამართლომ 16 მარტს გაათავისუფლა.
საქმეზე დაკავებულია არასრულწლოვნის ძმაც - მან გოგოზე ფიზიკურად რამდენჯერმე იძალადა. ი.უ-ს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა აქვს შეფარდებული.
"ი.უ. არასრულწლოვან დას სისტემატიურად აყენებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, რადგან დაზარალებული ხვდებოდა მასზე ბევრად უფროს და დაოჯახებულ მამაკაცს.
[...] საქართველოს პროკურატურა მსგავსი კატეგორიის საქმეებზე უმკაცრეს სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს". – წერია განცხადებაში.