მსოფლიო ჩემპიონატის 2022 წლის შესარჩევი ტურის თამაშში, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები, დინამოს სტადიონზე ესპანეთთან დამარცხდა ანგარიშით 1:2.
ანგარიში 44-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიას გოლით გაიხსნა. ესპანელებმა მეორე ტაიმში, 53-ე წუთზე ფერან ტორესის გოლით ანგარიში გაათანაბრეს. 92-ე წუთზე დანი ოლმოს გოლით ესპანეთის ნაკრები 1:2 ანგარიშით დაწინაურდა.
საქართველოს ნაკრები შემდეგ თამაშს საბერძნეთთან, სალონიკში 31 მარტს გამართავს.
მსოფლიო ჩემპიონატის 2022 წლის შესარჩევი ტურის მატჩს დინამოს სტადიონზე გულშემატკივრების 30% ესწრებოდა.
საქართველო-ესპანეთის მატჩი