პრინცი ფილიპი 99 წლის ასაკში გარდაიცვალა.
"მისი უდიდებულესობა დედოფალი ღრმა მწუხარებით იუწყება თავისი საყვარელი ქმრის, მისი სამეფო უდიდებულესობის, პრინც ფილიპის, ედინბურგის ჰერცოგის გარდაცვალების შესახებ". - ვკითხულობთ ბაკინგემის სასახლის ვებგვერდზე.
პრინცი ფილიპი 9 აპრილს დილით, უინძორის სასახლეში გარდაიცვალა.
დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.