ვაქცინაცია

გამყრელიძე: იმდენი გვაქვს ფული გადახდილი, უნდა აგვერჩია ვაქცინა, მაგრამ არ არის COVAX-ზე

ვაქცინები დღეს იქცა პოლიტიკურ თუ სხვა ტიპის იარაღად ძლიერი სახელმწიფოების ხელში, ანუ იმათი, ვინც ეს ვაქცინები შექმნა. ყველაზე დიდი პრობლემა დღეს, გარდა იმისა, რაც არის პანდემია, არის უსამართლობა ვაქცინების განაწილებაში. არიან ქვეყნები, რომლებსაც დღესაც არ მიუღიათ ვაქცინა, ან მიიღეს ძალიან ცოტა, ქვეყნების უდიდესმა ნაწილმა და არის რამდენიმე ქვეყანა, რომელიც ასრულებს ვაქცინაციის პროცესს. ისრაელს, მაგალითად, 60% ორჯერ ჰყავს უკვე აცრილი. 

COVAX-ი შექმნეს იმიტომ, რომ თანაბარი ხელმისაწვდომობა გაეკეთებინათ, მაგრამ, სამწუხაროდ, არ გამოვიდა, იმიტომ, რომ, ჯერჯერობით, COVAX-ზე არ არის. ჩვენ იმდენი გვაქვს ფული გადახდილი, COVAX-დან უნდა აგვერჩია ვაქცინა, მაგრამ ასარჩევი არ არის, COVAX-ზე არ არის ვაქცინები...

თქვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ. 

კომენტარები