ოსკარი 2021

თითქმის 30 წლის შემდეგ ენტონი ჰოპკინსმა კარიერაში მეორე ოსკარი მოიპოვა

NME

ამერიკის კინოაკადემიამ მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო და საუკეთესო კაცი მსახიობი კატეგორიაში ოსკარი ენტონი ჰოპკინსს, The Father-ში შესრულებული როლისთვის გადასცა. 

მსახიობისთვის ეს რიგით მეორე ოსკარია, პირველი ოქროს ქანდაკება ჰოპკინსმა კრავთა დუმილში შესრულებული ლეგენდარული როლისთვის მიიღო.

კატეგორიის გამოკვეთილი ფავორიტი შარშან მოულოდნელად გარდაცვლილი ჩედვიკ ბოუზმენი იყო, რომელმაც, სიკვდილის შემდეგ, როლისთვის ოქროს გლობუსი და კინომსახიობთა გილდიის ჯილდო დაიმსახურა.

რამდენიმე კვირის წინ ამავე როლისთვის მსახიობს ბრიტანული კინოაკადემიის ჯილდო, BAFTA გადაეცა.

თავად მსახიობი დაჯილდოების ცერემონიას არ დასწრებია.

კომენტარები