პირველი და ძალიან ნათელი შედეგი სწორედ იმ შეთანხმების, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის უშუალო თანამონაწილეობით. ძალიან ბევრი ადამიანი, გასული დღეების მანძილზე, ძალიან უსაფუძვლოდ და ძალიან დაუმსახურებლად გვაკრიტიკებდა ოპოზიციის იმ ნაწილს, რომლებმაც მივიღეთ, მე ვფიქრობ, ძალიან გაბედული პოლიტიკური გადაწყვეტილება და ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ დღეს, როდესაც ისინი ნახავენ, რომ პოლიტპატიმარი გიორგი რურუა, რომლის გათავისუფლებასაც ჩვენ ვითხოვთ უკვე წელიწადნახევარია, მართლაც იქნება გათავისუფლებული. ის სკეპტიკოსები, რომლებიც გასული დღეების განმავლობაში უსაფუძვლოდ და უსამართლოდ თავს გვესხმოდნენ, მიხვდებიან, რომ ეს იყო შეცდომა. ჩვენ ახლა ვაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ მეორე პოლიტპატიმარი, ნიკა მელია, ასევე რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახს და ჩვენ საერთოდ დავხუროთ ამ ქვეყანაში პოლიტიკური ნიშნით დევნის პრობლემა
პოლიტიკური კრიზისი
სამადაშვილი რურუაზე: სკეპტიკოსები, რომლებიც გვაკრიტიკებდნენ, იმედია, შეცდომას მიხვდებიან
tbl.ge/5izj
დაკოპირდა
ამბობს ენმ-ს წევრი სალომე სამადაშვილი. გიორგი რურუა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა.
ამავე თემაზე
- პარლამენტის პიკეტირების საქმეზე სტრასბურგმა 1 აქტივისტზე დარღვევა დაადგინა, 2-ზე, არა
- ბოკერია: მკაფიო გზავნილის ნაცვლად, საპარლამენტო ოპოზიცია გაუგებარ შეთავაზებებს აგრძელებს
- ჩერგოლეიშვილი: არ შეცვლის დასავლეთი ივანიშვილს, ის უნდა შევცვალოთ ჩვენ – ქართველებმა
- ნინო დოლიძე: საქართველოს მოსახლეობა ეძებს ლიდერს, ვისაც გაჰყვებოდა
- ჯაფარიძე: ცვლილების ერთადერთი გზა რიგგარეშე არჩევნები და რეფორმებია, სხვა ყველაფერი ნ*რევაა