Freedom House-ის ანგარიში 2021

საქართველოს დემოკრატიის შეფასება 10 წლის წინანდელს გაუტოლდა – Freedom House-ის ანგარიში

Freedom

Freedom House-ი ანგარიშს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც საქართველოს დემოკრატიის შეფასება 10 წლის წინანდელს გაუტოლდა.

"საქართველოში 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიციის ბოიკოტმა და 2021 წლის თებერვალში ოპოზიციის ლიდერის ნიკა მელიის დაჭერამ ცხადად დაუსვა წერტილი საქართველოში რეფორმების მცდელობებს, საქართველოს დემოკრატიის შეფასება ახლა ათწლეულის წინანდელ შეფასებას უტოლდება, სანამ ამჟამინდელი მმართველი პარტია წინა ხელისუფლების ავტოკრატიისგან დაღლილი ხალხის ხარჯზე ძალაუფლებას მოიპოვებდა". - ვკითხულობთ ანგარიშში

Freedom House-ის ანგარიშში საქართველოს დემოკრატიის ქულა 3.18 -ით განისაზღვრა და წინა წელთან შედარებით შემცირდა. ბოლოს საქართველოს ანალოგიური ქულა 2012 წელს მიენიჭა. საქართველოს დემოკრატიის ინდექსი 2017 წლიდან იკლებს და ამ წლების განმავლობაში საშუალო კლება 0.21-ს შეადგენს.

ევრაზიის რეგიონში საქართველოს უსწრებს უკრაინა, რომელსაც 3.36 ქულა მიენიჭა, ხოლო ოდნავ ჩამორჩება მოლდოვა 3.11 ქულით. წლიდან წლამდე რეგიონში დემოკრატიის ინდექსის ზრდა მხოლოდ უზბეკეთში დაფიქსირდა 

ბალკანეთის რეგონში დემოკრატიის საშუალო მაჩვენებელი არის 3.72, ცენტრალურ ევროპაში - 5.15, ევრაზიის რეგიონში კი საშუალო მაჩვენებელი 1.91-ია

კომენტარები