უნდა ითქვას სიმართლე, მაჟორიტარებზე ერთობის მხრივ, ევროპულ საქართველოს ჰქონდა ძალიან მყარი და სწორი პოზიცია და მე მხარს ვუჭერდი იმ პოზიციას, რომ ძირითად მაჟორიტარულ ოლქებში გვყოლოდა საერთო ოპოზიციური კანდიდატები, 30-დან 20-ში მაინც. სამწუხაროდ, ეს მარტო თბილისში მოხერხდა. დამოუკიდებლად, ჩემს თავზე ავიღე ეს ინიციატივა. ამის მიღმა, მე კიდევ რომ წავსულიყავი, პარტიაში სერიოზული კოლაფსი მოხდებოდა არჩევნების პროცესში. ამაზე საუბარი ახლა არ მინდა. ბუნებრივია, არ იყო ჯანსაღი ვითარება ჩვენს პარტიაში, მით უმეტეს, ბევრ ადამიანს, ჩვენს კანდიდატს რეგიონებში, მაგალითად, ბატონ გრიგოლ ვაშაძეს არ სურდა, რომ ქუთაისში ყოფილიყო საერთო ოპოზიციური კანდიდატი, ხომ არ დავაძალებდი? მაგრამ, ნახეთ – ევროპულ საქართველოს ჰქონდა ეს პოზიცია და სწორი პოზიცია ჰქონდა. თბილისში რა მოხდა?! აი, გლდანის რაიონში მაჟორიტარი დეპუტატობის 16 კანდიდატი იყო
პოლიტიკური კრიზისი
მელია: ევროპულ საქართველოს ჰქონდა მყარი, სწორი პოზიცია, ოლქებში გვყოლოდა საერთო კანდიდატები
tbl.ge/5ji8
დაკოპირდა
თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ მთავარ არხთან ინტერვიუში.
ამავე თემაზე
- პარლამენტის პიკეტირების საქმეზე სტრასბურგმა 1 აქტივისტზე დარღვევა დაადგინა, 2-ზე, არა
- ბოკერია: მკაფიო გზავნილის ნაცვლად, საპარლამენტო ოპოზიცია გაუგებარ შეთავაზებებს აგრძელებს
- ჩერგოლეიშვილი: არ შეცვლის დასავლეთი ივანიშვილს, ის უნდა შევცვალოთ ჩვენ – ქართველებმა
- ნინო დოლიძე: საქართველოს მოსახლეობა ეძებს ლიდერს, ვისაც გაჰყვებოდა
- ჯაფარიძე: ცვლილების ერთადერთი გზა რიგგარეშე არჩევნები და რეფორმებია, სხვა ყველაფერი ნ*რევაა