ადიგენში ხანძარია, ცეცხლი ტყის საფარს უკიდია.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ტაბულას უთხრეს, ხანძარი უკვე ლოკალიზებულია. ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო დახმარების ჯგუფი მუშაობს.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
რა გახდა ცეცხლის გამომწვევი მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია.