სასექსის ჰერცოგსა და ჰერცოგინიას, პრინც ჰარისა და მეგან მარკლს მეორე შვილი შეეძინათ. წყვილმა შვილს ლილიბეტი, "ლილი" დაიანა დაარქვა.
განცხადების მიხედვით, გოგონა 11:40 წუთზე, კალიფორნიის წმინდა ბარბარას საავადმყოფოში დაიბადა. დედა და ჩვილი თავს კარგად გრძნობენ.