ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით კვლევითმა კომპანია Edison Research-მა მოსახლეობის განწყობის კვლევა ჩაატარა. კვლევაში კითხვაზე, დღეს რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას, 32%-მა ქართული ოცნება დაასახელა, ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია – 24%-მა, გიორგი გახარია - საქართველოსთვის – 13%-მა.
სხვა პარტიების რეიტინგები კი შემდეგნაირად განაწილდა:
- გიორგი ვაშაძე სტრატეგია აღმაშენებელი - 4%;
- ლელო - 4%;
- შალვა ნათელაშვილი - ლეიბორისტული პარტია - 3%;
- დავით თარხან მოურავი & ირმა ინაშვილი - პატრიოტთა ალიანსი - 3%;
- ლევან ვასაძე - ერი - 3%;
- ზურაბ ჯაფარიძე - გირჩი - მეტი თავისუფლება - 2%;
- გირჩი - 2%;
- ანა დოლიძე - ხალხისთვის - 2%;
- ალექსანდრე ელისაშვილი - მოქალაქეები - 2%;
- ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის - გიგა ბოკერია - 1%;
- ელენე ხოშტარია - დროა - 1%;
- ირაკლი ოქრუაშვილი - გამარჯვებული საქართველო - 1%;
- ნინო ბურჯანაძე - ერთიანი საქართველო - 1%;
- ეკა ბესელია - სამართლიანობისთვის - <1%;
- თავისუფალი საქართველო - <1%
- დავით ჭიჭინაძე - ტრიბუნა <1%
- ზვიად ძიძიგური - კონსერვატიული პარტია - <1%.
ამავე კვლევის თანახმად, დღეს თბილისის მერის არჩევნები რომ ტარდებოდეს ვის მისცემდით ხმას შემდეგ კანდიდატებიდან – კახა კალაძე აირჩია 32%-მა, გიორგი გახარია 15%-მა, ნიკა მელია 17%-მა. კითხვაზე პასუხი არ გასცა ან არ იცოდა 18%-მა, ხოლო ასევე 18%-მა არცერთი კანდიდატი არ დაასახელა.
ამავე კითხვაზე, თუმცა სხვა კანდიდატის მონაწილეობით, კახა კალაძე 42%, გიორგი გახარია 20%, ზურა ჯაფარიძე 10%.
- კახა კალაძე - 39%
- გიორგი გახარია - 21%
- ელენე ხოშტარია - 12%
- კახა კალაძე - 40%
- გიორგი გახარია - 20%
- ალეკო ელისაშვილი - 8%
- კახა კალაძე - 41%
- გიორგი გახარია - 20%
- გიორგი ვაშაძე - 10%
- კახა კალაძე - 42%
- გიორგი გახარია - 20%
- ბადრი ჯაფარიძე - 8%
- კახა კალაძე - 41%
- გიორგი გახარია - 22%
- შალვა ნათელაშვილი - 9%
ხოლო ამავე კითხვაზე, დღეს რომ თბილისის მერის არჩევნები ტარდებოდეს, ოპოზიციის გაერთიანებულ კანდიდატს 32% დაუჭერდა მხარს, ქართული ოცნების კანდიდატს - 30%, გახარიას პარტია საქართველოსთვის კანდიდატი - 13%.
ამავე კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 62% ემხრობა, რომ ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს და, ამასთან, არ სურთ, რომ ქართულმა ოცნებამ ხმების 43% აიღოს. ხოლო გამოკითხულთა 38% ამბობს, რომ არ უნდა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.
რაც შეეხება ცალკეული პოლიტიკოსების რეიტინგებს, Edison Research-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 57% ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას მიმართ დადებითადაა განწყობილი, დედაქალაქის მოქმედი მერის კახა კალაძის მიმართ დადებითად 50%-ა განწყობილი, 47% კი ნიკა მელიას მიმართ.
გამოკითხულთა 43% დადებითადაა განწყობილი სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძის მიმართ, ქართული ოცნების ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ კი 38%.
კვლევის ფარგლებში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1 500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. მათ შორის, 800 თბილისში, 700 დედაქალაქს გარეთ. კვლევა 7-19 ივნისის პერიოდში ჩატარდა. შედეგების ცდომილება +/- 3%-ა.