ის რაც დღეს თბილისის ქუჩებში ვიხილეთ, ჟურნალისტების და ოპერატორების დარბევა, ძალადობისკენ მოწოდება, ქუჩებში მოქალაქეების დევნა, პოლიციის უმოქმედობა, პრემიერის წამქეზებლური და პროვოკაციული განცხადება, არის სახელმწიფოებრივი ინსტიტუციების ბოლომდე ჩამოშლის მცდელობა, ესაა სრული ლუსტრაცია ქართული ოცნების რუსული მმართველობის, სანამ ოცნება, ღარიბაშვილი და მისი მთავრობა იქნება ხელისუფლებაში მსგავსი პროვოკაციები კიდევ ბევრი გველის, დროა დავფიქრდეთ, სად ვდგავართ და სად ვიქნებით ხვალ?!
პრაიდის კვირეული
ხაზარაძე პუტინისტების ძალადობაზე: ესაა სრული ლუსტრაცია ქართული ოცნების რუსული მმართველობის
tbl.ge/5ltq
დაკოპირდა
წერს ლელოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე Facebook-ზე. პუტინისტური ჯგუფები, რომლებიც ღირსების მარშის ჩატარებას ეწინააღმდეგებიან, დღეს, 5 ივლისს ქაშუეთის ტაძრის ეზოში შეიკრიბნენ. ძალადობრივი ჯგუფები ჟურნალისტებს თავს ესხმიან, აყენებენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. პუტინისტურმა ჯგუფებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ტაბულას ჟურნალისტსაც.
ამავე თემაზე
- ბასი: "პრაიდ ფესტივალის" ჩაშლის მცდელობა არ იყო კარგი ამბავი, არღვევს უმცირესობის უფლებებს
- ზურაბიშვილი: მმართველი პარტია ახალისებს ძალადობას
- მინისტრის მოადგილე Pride Fest-ზე: ყველა აქციის 100%-იანი უსაფრთხოების დაცვა შეუძლებელია
- თბილისის სინაგოგა პრაიდის კვირეულზე: LGBT პროპაგანდა დაუშვებელია, ნუ აყვებით პროვოკაციებს
- 5 ივლისის ძალადობაში ბრალდებულ 6 ორკს ერთი წელი, მეშვიდეს კი ერთი წელი და 6 თვე მიესაჯა