ვაქცინაცია საქართველოში

ტიკარაძე: საიტი სუსტი წერტილი იყო – რამდენიმეშრიანი გადაზღვევა აქვს, შეფერხებას არ ველით

საიტი იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სუსტი წერტილი, რომელიც გამოვლინდა ვაქცინაციის მართვის პროცესში. ამასთან დაკავშირებით რამდენიმე უწყებამ ერთად იმუშავა, რის შედეგადაც ჩვენ დღესდღეობით, როგორც IT სპეციალისტები მიდასტურებენ, გვაქვს საიტი, რომელიც გამართულად მუშაობს და მოლოდინი იმისა, რომ რაიმე შეფერხება იყოს, არ არის. მას აქვს რამდენიმეშრიანი გადაზღვევა და, აქედან გამომდინარე, ვთვლით, რომ ეს პროცესი შეუფერხებლად უნდა წარიმართოს.

თქვა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ვაქცინაციის საიტთან დაკავშირებით. 

კომენტარები