შარლ მიშელის შეთანხმების ანულირება

ილვესი საქართველოზე: აშშ და სხვა დასავლური ქვეყნები ჩიხშია, ეს სერიოზულია, გამოფხიზლდით

"გაბრაზებული" საკმაოდ მძიმე ტერმინია. არასდროს მინახავს, ეს სიტყვა საელჩოს განცხადებაში გამოეყენებინოს. სიმართლე რომ ვთქვათ, ამერიკა ჩიხშია, მსგავსად სხვა დასავლური ქვეყნებისა, რომლებიც ამ დრომდე ზრუნავდნენ საქართველოზე.

საქმე სერიოზულადაა. გამოფხიზლდით.

ასე გამოეხმაურა ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი, ტომას ჰენდრიკ ილვესი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებას, რომ 19 აპრილის შეთანხმების ანულირების გამო "ძალზე გაბრაზებულები" არიან.

28 ივლისის საგანგებო ბრიფინგზე ქართული ოცნების ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა და შეეცადა, რომ ამაში ოპოზიცია დაედანაშაულებინა. როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებმა თქვეს, ვალდებულებების შესრულება მათ "კეთილ ნებაზე" იქნება დამოკიდებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული ოცნება უარს ამბობს, 43%-ის ვერაღების შემთხვევაში დათანხმდეს ვადამდელი არჩევნების ჩატარებას, რაც შეთანხმებაზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიებისთვის მთავარი მოტივაცია იყო.   

კომენტარები