ტოკიოს ოლიმპიადა

ჩოგბურთელმა ბელინდა ბენჩიჩმა ოლიმპიური ოქრო მოიპოვა

Eurosport

ტოკიოს ოლიმპიადის ჩოგბურთის ტურნირის გამარჯვებული გახდა შვეიცარიელი ბელინდა ბენჩიჩი. ჩოგბურთელმა დაძაბულ ფინალში დაამარცხა ჩეხი მარკეტა ვონდროუშოვა, ანგარიშით 2:1.

პირველი სეტი დასრულდა შვეიცარიელი სპორტსმენის გამარჯვებით, ანგარიშით 7:5. მეორე სეტი დამაჯერებელი ანგარიშით, 6:2 ვონდროუშოვამ მოიგო. გადამწყვეტ სეტში ორივე სპორტსმენი თანაბარ თამაშს აჩვენებს, თუმცა ბენჩიჩმა მერვე სეტში მეტოქე დააბრეიქა და მოპოვებული უპირატესობა გამოიყენა.

ფინალისკენ მიმავალ გზაზე ბენჩიჩმა ელენა რიბაკინა, ანასტასია პავლიუჩენკოვა და ბარბორა კრეიჩკოვა დაამარცხა. შვეიცარიელი ჩოგბურთელი WTA-ს რეიტინგში მეთორმეტე ადგილს იკავებს.

ბრინჯაოს მედალი იმავე ტურნირში უკრაინელ სპორტსმენს, ელინა სვიტოლინას ერგო.

კომენტარები