ეს ამბავი მნიშვნელოვანი მორალური გამარჯვებაა: ასეთი სოლიდარული ქმედება, როდესაც ბევრი ადამიანი იღებს ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას, ხშირად არ ხდება. ცხადია, რომ ეს პირადად თეა წულუკიანის წინააღმდეგ პროტესტია, რომლის უშუალო ბიძგი სენაკში მისი რეგვნული გამოხტომაა (უფრო ღრმა ძირები ცალკე საკითხია). თუ მინისტრს მინიმალური ჭკუა და ღირსების გრძნობა აქვს, უკვე გაკეთებული უნდა ჰქონდეს გადადგომაზე განცხადება: რომც თვლიდეს, რომ გენიალური პოსტმოდერნისტული პერფორმანსი გაითამაშა, ის მაინც უნდა ესმოდეს, რომ "გუნდი" უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა. თუ მას ამდენი არ ესმის, ბიძინა ივანიშვილს აქამდე მეგობრული რჩევა უნდა მიეცა.
მაგრამ სახელისუფლებო პარტია სულ სხვა ტალღაზეა: ყველა და ყველაფერი უნდა "დავიკიდოთ" (ეკლესიის გარდა). თუ გამოჩნდა, რიომ ვინმეს ანგარიშს ვუწევთ, ესე იგი სუსტები ვართ და ვაგებთ. სრული სვლით ავტორიტარიზმის კონსოლიდაციისკენ!