კორონავირუსი საქართველოში

COVID 19-ით კიდევ 74 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 4 247 ახალი შემთხვევა

NIAID/National Institutes of Health via AP

საქართველოში კორონავირუსით ით კიდევ 74 ადამიანი გარდაიცვალა. გასულ 24 საათში ჩატარდა 45 100 ტესტი და დადასტურდა  4 247 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 3 053 ადამიანი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.42%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 10.61% ხოლო 7 დღის მანძილზე - 10.23%.

ინფიცირების 4 247 ახალი შემთხვევიდან თბილისში 1 755 გამოვლინდა, აჭარაში - 456, იმერეთში – 447, ქვემო ქართლში – 295, შიდა ქართლში – 254, გურიაში – 121, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 304, კახეთში – 389, მცხეთა-მთიანეთში – 102, სამცხე-ჯავახეთში – 86, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 38.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 56 693, საიდანაც 7 546 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 232, აჭარაში - 1 010, იმერეთში - 1 171. მძიმე პაციენტია – 1 624.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსით ოფიციალურად დაინფიცირდა 540 449 ადამიანი, მათგან გარდაიცვალა 7 175 და გამოჯანმრთელდა 476 555 პირი.


14 აგვისტოდან საქართველოს დიდ ქალაქებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერდა. ქვეყანაში აკრძალულია კონცერტები, ფესტივალები და დიდი თავყრილობები. სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. 25 აგვისტოდან კვების ობიექტებს მუშაობის უფლება მხოლოდ 22:00-მდე აქვთ. NCDC-ის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, "ალბათ, საჭირო გახდება შეზღუდვების კიდევ უფრო გამკაცრება".


ასაცრელად დარეგისტრირდით – booking.moh.gov.ge-ზე ან რეგისტრაციისთვის დარეკეთ:

  • ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15 22;
  • ევროპული საქართველოს ცხელ ხაზზე – 0322 800 222;
  • დროას ცხელი ხაზზე – 599 192 277; 598 642 956;
  • ლელოს ცხელ ხაზზე – 0322 232 288;
  • ენმ-ს ცხელ ხაზზე – 599 85 25 46;
  • იუსტიციის სახლების სატელეფონო ცენტრში – 0322 405 405.

სად და რომელი ვაქცინებით შეძლებთ აცრას წინასწარი რეგისტრაციის გარეშე – სია.

კომენტარები