2021 წლის MTV Video Music Awards-ის დაჯილდოების გამარჯვებულები ცნობილია. 1984 წლიდან მოყოლებული VMA ყოველწლიურად საუკეთესო მუსიკალურ ვიდეოკლიპებს აჯილდოებს.
წლევანდელი დაჯილდოების მთავარი გმირები ჯასტინ ბიბერი, ოლივია როდრიგო და ქეი პოპ ბენდი BTS გახდნენ. ჩამოთვლილმა არტისტებმა ერთზე მეტი ჯილდო მიიღეს.
MTV VMA-ს 38-ე დაჯილდოების მთავარ კატეგორიებში გამარჯვებულთა სია ასე გამოიყურება:
საუკეთესო ჯგუფი – BTS
საუკეთესო ვიდეოკლიპი – Lil Nas X - Montero
წლის შემსრულებელი – ჯასტინ ბიბერი
წლის სიმღერა – ოლივია როდრიგო - Drivers License
საუკეთესო ახალი არტისტი – ოლივია როდრიგო
საუკეთესო დუეტი – Doja Cat ft. SZA - Kiss Me More
საუკეთესო პოპი – ჯასტინ ბიბერი - Peaches
საუკეთესო ჰიპ-ჰოპი – ტრევის სკოტი - Franchise
საუკეთესო როკი – ჯონ მეიერი - Last Train Home
2021 წლის MTV VMA-ს დაჯილდოების ყველა გამარჯვებულის ნახვა შესაძლებელია ამ ბმულზე.