არჩევნები 2021

კობახიძე რიშზე: იმ კაცმა არ იცის, რა ხდებოდა 2012 წელს, ქართველი არ არის

როდესაც ადამიანი ერთმანეთს ადარებს 2012 წლის და 2021 წლის არჩევნებს, იმას რა უნდა მოკითხო, მე არ ვიცი. ეს არის წარმოუდგენელი რამ. იმ კაცმა არ იცის და თქვენ ხომ იცით, რაც ხდებოდა საქართველოში 2012 წელს? რა თქმა უნდა, ის ქართველი არ არის და არ იცის, აქ რაც ხდებოდა, მაგრამ თქვენ არ ვიცი, შეიძლება ბავშვი იყავით და არ გახსოვთ. 2012 წელს რაც ხდებოდა, ის იყო წარმოუდგენელი, როცა ადარებ 2012 წელს 2021 წელს, ნიშნავს, რომ ან არ გახსოვს რა ხდებოდა, ან სხვა რამეშია საქმე.

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წევრის,  ჯიმ რიშის საპასუხოდ. რიშის შეფასებით, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები "იყო დაუჯერებელი იმედგაცრუება და დრამატული დაშორება 2012 წლის არჩევნებისგან".

კომენტარები