NATO ალიანსში რუსეთის წარმომადგენლობის შეჩერებას გამოეხმაურა. ალიანსის სპიკერის ოანა ლუნგესკუს თქმით, NATO-მ მხედველობაში მიიღო რუსეთის გადაწყვეტილება და ეს ნაბიჯები დასანანია.
"ეს ნაბიჯები დასანანაია. NATO-ს რუსეთის მიმართ თანმიმდევრულ პოლიტიკას აგრძელებს. ჩვენ გავაძლიერეთ [რუსეთის] შეკავება და თანდაცვა რუსეთის აგრესიული ქმედებების საპასუხოდ, ამავდროულად ჩვენ ღია ვართ დიალოგისთვის, მათ შორის NATO-რუსეთი საბჭოს საშუალებითაც" - თქვა ლუნგესკუმ.
რუსეთის გადაწყვეტილებას ასევე გამოეხმაურა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაიკო მაასი. მაასის თქმით, როგორც ჩანს, რუსეთს აღარ სურს დასავლეთან საუბარი.
"მოსკოვში მიღებული გადაწყვეტილება ძალიან დასანანია. ურთიერთობებს სერიოზულად დააზარალებს" - თქვა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ნოემბრის დასაწყისიდან რუსეთი NATO-ში წარმომადგენლობის მუშაობას აჩერებს. გადაწყვეტილების მიზეზი ალიანსის მიერ რუსეთის წარმომადგენლობის განახევრება და 8 თანამშრომლისთვის აკრედიტაციის შეწყვეტა გახდა.
"NATO-ს მიზანმიმართული ნაბიჯების შედეგად ჩვენ პრაქტიკულად არ გვაქვს ელემენტარული პირობები დიპლომატიური საქმიანობისთვის, NATO-ს მოქმედებების საპასუხოდ ჩვენ გავაჩერეთ NATO-ში ჩვენი წარმომადგენლობის მუშაობა, მათ შორის მთავარი სამხედრო წარმომადგენლის მუშაობა" - თქვა ლავროვმა.
საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, სავარაუდოდ რუსეთის წარმომადგენლობის მუშაობა პირველი ნოემბრიდან შეჩერდება, "ან ამას შეიძლება კიდევ რამდენიმე დღე დასჭირდეს".
ლავროვის თქმით, რუსეთთან საკომუნიკაციოდ NATO-ს წარმომადგენლებს შეუძლიათ ბელგიაში რუსეთის საელჩოს მიმართონ.
NATO-მ ალიანსში რუსეთის მისიის 8 წევრი მას შემდეგ გააძევა, რაც გაირკვა, რომ მისიის წევრები რუსეთის სადაზვერვო სამსახურების თანამშრომლები იყვნენ.