არჩევნები 2021

კობახიძე: რა თქმა უნდა, ასეთი საარჩევნო შეკრების ამოცანა ძალის დემონსტრირებაა

რა თქმა უნდა, ნებისმიერი ასეთი საარჩევნო შეკრების ამოცანა ძალის დემონსტრირებაა და დღეს საზოგადოებამ დაინახა რეალურად სად არის ხალხის ნამდვილი ძალა. შედარებებს არ გავაკეთებ, არ არის ეს ალბათ მიზანშეწონილი, თუმცა, მე ერთხელ ხატოვნად ვთქვი, რომ დაგვჭირდებოდა იმდენი მძღოლი რამდენიც აქციაზე ჰყავდათ შეკრებილი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს და ეს არ იყო მხოლოდ სიტყვის მასალად ნათქვამი.

რეალურად ჩვენი მხარდამჭერების მობილიზაციისთვის დაგვჭირდა სერიოზული რესურსი და ეს ყველაფერი აჩვენებს იმას, რომ ჩვენი მხარდამჭერების რაოდენობა იყო რამდენჯერმე მეტი, ვიდრე ჩვენი ოპონენტების. მე ციფრს არ ვიტყვი, მაგრამ რამდენჯერმე მეტი იქნა მობილიზებული ჩვენს შეკრებაზე ჩვენს ოპონენტებთან შედარებით. რამდენჯერმე მეტი რამდენია, ჯერ თავისი დათვალონ და მერე დათვალონ ჩვენი მხარდამჭერების რაოდენობა ამ შეკრებაზე.

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე რუსთავი 2-ის ეთერში პარტიის მიერ დღეს, 27 ოქტომბერს გამართულ აქციაზე.

კომენტარები