მიხეილ სააკაშვილი

პრემიერი: არ ვიცით, კლინიკაში რა პროვოკაციაზე წავლენ სააკაშვილთან დაპირისპირებული ლიდერები

გეგმა არის შემდეგი, რომ რამდენიმე ათასი ადამიანის მობილიზებას ისინი შეძლებენ, 4-5 ათასის მოყვანას, 10 000 კაცის მოყვანას და, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ჩვენ გადავიყვანდით კერძო კლინიკაში, ჩვენ მოგვიწევდა მუდმივი ქაოსი და ჯაჯგური და პოლიციას მოუწევდა ძალის გამოყენება აქაც, გააკეთებენ პროვოკაციას, შეიძლება, რამდენიმე კაციც მოკლან. კი, რა თქმა უნდა [გამოხსნას შეეცდებიან]. ეს არის ერთადერთი თეორიული, მისი გიჟური სცენარი. რა თქმა უნდა, ილუზიაშია და საერთოდ ვერ ხვდება ეს კაცი, სად არის. მუდმივ ქაოსში ამყოფებენ ქვეყანას. ქაოსის, დესტაბილიზაციის შემოტანა უნდა ამით. ვიცით რა მათი შიდა დაპირისპირება და სიძულვილი, პირდაპირ ითქვას, მათ შორის, სააკაშვილის მიმართაც ზოგიერთ ლიდერს ძალიან დიდი აგრესია აქვს, ჩვენ არ ვიცით, ვინ რა პროვოკაციაზეა წამსვლელი. თუნდაც მელია, თუნდაც სხვა ადამიანი, რომელიც ღია დაპირისპირებაშია სააკაშვილთან, მიუხედავად მათი საჯარო განცხადებისა. ჩვენ იმაზე მეტი ვიცით, ვიდრე მათ წარმოუდგენიათ. ჩვენ ამ პროვოკაციას, რა თქმა უნდა, არ დავუშვებთ. მისი ეს სპექტაკლები, შიმშილობა... 

ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო ტელეკომპანია იმედის საგანგებო ეთერში ისაუბრა. სახელმწიფო ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე უარს ეუბნება და მას ციხის საავადმყოფოს სთავაზობს. 

კომენტარები