COVID-19

ავსტრიის აუცრელი მოსახლეობისათვის ლოკდაუნის დაწესება იგეგმება 

გაზრდილი ინფიცირების შემთხვევების საპასუხოდ, ავსტრიაში მოსახლეობის აუცრელი ნაწილისთვის ე.წ. ლოკდაუნის დაწესება იგეგმება

შეზღუდვა  ჩრდილოეთ ავსტრიის მილიონამდე მოქალაქეს შეეხება, რომელთაც ჯერაც არ აქვთ მიღებული COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა. 

"ცხადია, რომ ვაქცინირებულთათვის შეზღუდვები არ უნდა დაწესდეს. მოსახლეობის ორი მესამედი აუცრელთა გამო არ უნდა დაიტანჯოს". – ამბობს კანცლერი ალექსანდრ შალენბერგი.

ფედერალური მთავრობის მიერ ინიციატივის დამტკიცების შემთხვევაში, აუცრელებს გადაადგილების უფლება ნაწილობრივ შეეზღუდებათ და ისინი ვეღარ შეძლებენ რესტორნებით, ბარებით, სასტუმროებითა და გასართობი ცენტრებით სარგებლობას. 

ამჟამინდელი მონაცემებით, ავსტრიის მოსახლეობის 65% სრულად აცრილია, თუმცა ჩრდილოეთ რეგიონებში, სადაც ყველაზე მწვავე ეპიდვითარებაა, ვაქცინაციის მაჩვენებელი გაცილებით დაბალია.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით 12 000-მდე ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა. 

კომენტარები