რომ მკითხეს, კამათი თუ იყოო [ეკატერინე ტიკარაძესა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის], არც დამალულა ეს კამათი რაღაც საკითხებთან დაკავშირებით, მე ვუპასუხე, რომ კამათის დროს ჭეშმარიტება წარმოიშვება და იმედია, რომ ესეც იმ შემთხვევაშია. ახლა რაღაც უცნაურად გამოდის, ეკა ტიკარაძემ არ დაასახელა მიზეზი და მოდი, შენ გვითხარი, აბა, რა მოხდა...
ეს ბანალური სიტყვები, ეკა ჩვენი გუნდის წევრია და ა.შ. მაგარი ქალბატონია და 24-საათიან რეჟიმში მუშაობს ამდენი ხანია, კოვიდის პირველი დღეებიდან და იქამდე კიდევ საკმაოდ სერიოზული თემებს ატარებდა თავის მხრებზე. უშველებელი სისტემა, ბევრი საკითხი მოსაგვარებელი და ამ დროს კოვიდი შემოვარდნილი, ამდენი მსხვერპლი, რასაკვირველია, გადაღლილობა არის ერთ-ერთი საგანგებო მიზეზი, მე მგონია ასე, ჩემი აზრია ეს. რაც შეეხება იმას, რა მოხდა, როგორც მოხდა, გავა დრო და თვითონ ილაპარაკებს, ალბათ.
კამათიც ხდება, გუნდიდან ვიღაცის წასვლაც, თუმცა, ეკა არსად არ წასულა და პოლიტსაბჭოს წევრია და საკმაოდ ქმედითია, მარგი ქმედების კოეფიციენტი მაღალი ჰქონდა ყოველთვის, არამარტო იმ სფეროში, საკითხების განხილვის დროს საკმაოდ კომპეტენტური მოსაზრებები გამოუთქვამს და გადაწყვეტილებაც მიღებულა. მაგრამ არის რეალობა რაც გვაქვს, არის პრემიერმინისტრი, მისი შეხედულებები და გარკვეული იერარქიები, რაც უნდა დავიცვათ.