მე ქალბატონი პრეზიდენტის განცხადებაში მენიშნა მისი გულის ტკივილი ამ პოლარიზაციის შედეგად დემოკრატიული ინსტიტუტების დასუსტების თვალსაზრისით. მე ვფიქრობ, ყველაზე უმთავრესი და ყველაზე დიდი ლეგიტიმაციის მქონე ინსტიტუტი მნიშვნელოვნად გაიძლიერებდა თავის პოზიციას, თავის დემოკრატიულ მანდატს, როდესაც ამ ინსტიტუტის ეგიდის ქვეშ მოხდებოდა შეხვედრა სამ პრეზიდენტს შორის.
[...] რადგან მე ამ შეხვედრაში დიდ სიმბოლიზმსა და ფორმატს ვხედავ, რომელმაც უნდა მისცეს პოზიტიური ემოცია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ, რა თქმა უნდა, მე [შეხვედრის ადგილი] წარმომედგინა იმ საპრეზიდენტო სასახლეში, რომელიც პრეზიდენტისთვის აშენდა და მე ვახორციელებდი ჩემს უფლებამოსილებას.