ოპტიმისტები ვიყოთ. რაღაც დროს ყველა პანდემია სრულდება. არ არის აუცილებელი, რომ კლების შემდეგ აუცილებლად დაფიქსირდეს ინფიცირების შემთხვევების მატება. ოპტიმისტები ვიყოთ, რომ ეს კლება იქნება სტაბილური და არა დროებითი, დეკემბრის ბოლოს არ გვექნება მატება. მე პირადად ოპტიმისტი ვარ და ვფიქრობ, ასე უნდა იყოს. ეს თავისით არ მოხდება. ვირუსის ბუნებას ნუ ვუყურებთ, ჩვენ ადამიანების ბუნებას ვუყუროთ. ვატაროთ პირბადე, ავიცრათ და ვირუსის ბუნება როგორი იქნება, ნაკლებ გავლენას მოახდენს შემთხვევების რაოდენობასა და გარდაცვალებაზე. თუ კლინიკაში მოგვმართავთ დროულად, პირველი 8 დღის განმავლობაში, გარდაცვალების რაოდენობა მკვეთრად შემცირდება. უკვე რომ შემცირდა გარდაცვალებულთა რიცხვი გარკვეულწილად თავისი წვლილი ითამაშა იმან, რომ ავადმყოფების ნაწილი მოგვმართავს ადრეულ სტადიაზე, მათი უმრავლესობა ისე იკურნება, რომ არ ხვდება რეანიმაციაში.
tbl.ge/5sr1
დაკოპირდა
ამბობს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე.
ამავე თემაზე
- ცერცვაძე: COVID-19-ის შემთხვევების ზრდა შეინიშნება, ბოლო კვირაში დღეში 300-მდე შემთხვევა იყო
- როგორია COVID-19-ის ბოლო 3 თვის სტატისტიკა საქართველოში – NCDC-ს მონაცემები
- ცერცვაძე: მიზანშეწონილია, საქართველომ გააძლიეროს COVID-კონტროლი ჩინეთიდან ჩამოსულებზე
- COVID-19-ით გასულ 1 თვეში 20 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 35 719 შემთხვევა
- აზარაშვილი: კოვიდის მართვის მიმართულებით 2023 წელს ბიუჯეტი 400 მილიონით მცირდება