[ესტონეთის პრემიერმინისტრმა, კაია კალასმა] პრემიერმინისტრის მხრიდან მიიღო ამომწურავი პასუხი ყველა მიმართულებით, რაც მას აინტერესებდა, მათ შორის იმ თემასთან [დიპლომატების მოსმენა] დაკავშირებით, რომელიც თქვენ ახსენეთ. რა თქმა უნდა, გამოძიების პროცესი მიმდინარეობს, იცით თქვენ, რომ სრული ღიაობაა დაფიქსირებული, რომ მასში საერთაშორისო ექსპერტებიც ჩაერთონ, მათ შორის საგამოძიებო მიმართულებით თანამშრომლობა განხორციელდეს და არანაირი ტაბუდადებული თემები მეგობრებს შორის არ არის.
tbl.ge/5sx7
დაკოპირდა
თქვა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა. 15 დეკემბერს ბრიუსელში პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ ესტონეთის პრემიერმინისტრმა, კაია კალასმა მედიასთან თქვა, რომ მან ქართველ კოლეგას უთხრა, რომ აბსოლუტურად მიუღებელია, რომ ისინი ესტონეთის დიპლომატებს უსმენენ. კალასმა ასევე მოიკითხა გამოძიებაც, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს. ესტონეთის პრემიერმინისტრის შეფასებით, ქართველი კოლეგისგან დეტალური პასუხი ვერ მოისმინა.
დავით ზალკალიანისაგარეო საქმეთა სამინისტროირაკლი ღარიბაშვილიკაია კალასიღარიბაშვილისა და კალასის შეხვედრაესტონეთი-საქართველოსაქართველო-ესტონეთისუს-ის ფაილებიე.წ სუს-ის დოკუმენტებიდიპლომატების მოსმენაელჩების მოსმენასუსსახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიფარული მოსმენებიფარული მიყურადება
ამავე თემაზე
- ლილუაშვილი: გაეროს გენერალურ მდივანს თუ უსმენენ, ივანიშვილს რატომ ვერ მოუსმენენ?
- ლომჯარია: მედიის წარმომადგენლების მიყურადება მიზნად ისახავს მათ დაშინებას
- დეგნანი ჟურნალისტების ფარულ ჩანაწერზე: ეს ფაქტი შეშფოთების საგანია
- "ღარიბაშვილს შეხვედრაზე ვუთხარი: მიუღებელია, რომ გვისმენთ" – ესტონეთის პრემიერმინისტრი
- მეუფე იოანე სუს-ზე: საქმე ის კი არაა, გისმენენ თუ არა, მთავარია, რას ლაპარაკობ და აკეთებ